კიბოს მკურნალობა თურქეთში – უპირატესობები

თურქეთში კიბოს მკურნალობა უფრო იაფია, ვიდრე გერმანიასა და აშშ-ში, ტექნოლოგია, სპეციალისტების დონე და მომსახურება კი ერთნაირია.

თურქეთში უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება კიბოს მკურნალობის მინიმალური ინვაზიური მეთოდები პაწაწინა პუნქციებით, სხეულის ბუნებრივი ღიობებით ან ქსოვილის ჭრილობებით არაუმეტეს 1 სმ.

თურქეთში კიბოს მკურნალობა
თურქეთში კიბოს მკურნალობა

მინიმალურად ინვაზიური ქირურგია არის ორგანიზმისთვის რესურსების უზარმაზარი დანაზოგი, რომელიც ისედაც დასუსტებულია დაავადებისგან. არ არის ანტიბიოტიკები, საშიში ანესთეზია, ტკივილი, სისხლი, ნაკერი. პაციენტების გაწერა ხდება მაქსიმუმ 2-3 დღის შემდეგ – არ არის საჭირო საავადმყოფოში ყოფნა და ექიმის ზედმეტი მეთვალყურეობა.

კიბოს მკურნალობის მეთოდები თურქეთში

რობოტული ქირურგია

თურქულ კლინიკებში ოპერაციებს ხშირად ატარებენ და ვინჩის რობოტით. რობოტს შეუძლია შეასრულოს რთული ოპერაციები, მათ შორის სიმსივნის მოცილება. მანქანას აკონტროლებს „ცოცხალი“ სპეციალისტი, მეორე კი მორიგეობს პაციენტთან. რობოტის მოძრაობები უფრო ზუსტია და ადამიანისგან განსხვავებით, რობოტის „ხელები“ ​​არ კანკალებს. გარდა ამისა, საოპერაციო ტერიტორია ხილულია ქირურგისთვის მრავალჯერადი გადიდებით.

ენდოვასკულარული ოპერაციები

ისინი კეთდება რენტგენის აპარატის ქვეშ. ენდოვასკულარულ ქირურგს შეუძლია შეიყვანოს სპეციალური გრანულები, გააძლიეროს სხეულის კედლები შიგნიდან მიკროსკოპული ბადით, ან დაბლოკოს სისხლის ნაკადი საჭირო ადგილას ნივთიერებებით, რომლებიც იწვევენ სისხლის შედედებას.

როგორ ეხმარება ეს მანიპულაციები თურქეთში კიბოს მკურნალობაში? სიმსივნის ზრდის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მასში სისხლის ნაკადის და, შესაბამისად, ჟანგბადის წვდომის დაბლოკვა. არის შემთხვევები, როცა კვებას მოკლებული სიმსივნე მთლიანად ქრება. რა თქმა უნდა, ასეთი მკურნალობა უფრო ეფექტურია ადრეულ ეტაპზე.

რადიოქირურგია

თურქი ექიმები იყენებენ ხაზოვან ამაჩქარებლებს და გამა დანა ტექნოლოგიას. მაღალი ინტენსივობის გამოსხივება ანადგურებს სიმსივნეებს სწრაფად და მიმდებარე ქსოვილებზე ზემოქმედების გარეშე. ის შეიძლება მიმართული იყოს ზუსტად სიმსივნეზე, თუნდაც ის ღრმად იყოს განლაგებული ქსოვილებში.

კიბოს მკურნალობა, მკურნალობა თურქეთში.
თურქეთში კიბოს მკურნალობა

რატომ უნდა გავიაროთ ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა თურქეთში?

თურქეთის წამყვან კლინიკებში ონკოლოგია მთავარი მიმართულებაა, რომელიც გამოირჩევა ყველაზე მაღალი მიმართვიანობით როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის, ევროპისა და აზიის მოქალაქეების მხრიდან. თურქი ექიმების გამოცდილება და თანამედროვე მეთოდებისა თუ დანადგარების (პეტ კტ, და ვინჩი, გამა დანა, კიბერ დანა, რობოტული ქირურგია, ჭკვიანი წამლები) გამოყენება უზრუნველყოფს სიმსივნის საწყის ეტაპზე ზუსტ დიაგნოსტიკასა და კონკრეტული პაციენტის ორგანიზმზე მორგებულ მკურნალობას.

ქართველ პაციენტებს აქვთ საშუალება გამგზავრების გარეშე გაიარონ თურქ ექიმებთან ონლაინ კონსულტაცია ან სურვილის შემთხვევაში თურქეთის კლინიკაში ჩაიტარონ სადიაგნოსტიკო კვლევები და მკურნალობა.

თუ გსურთ დიაგნოსტიკის გავლა, დიაგნოზის გადამოწმება ან ონკოლოგიური მკურნლაობა, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.

რა განასხვავებს თურქეთში კიბოს მკურნალობას სხვა ქვეყნებისაგან?

PET CT დანადგარის როლი შეულელია კიბოს დიაგნოსტიკაში. ამ დანადგარის სწორი და ეფექტური გამოყენება ის ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თურქეთს ანიჭებს პირველობას ონკოლოგიის დიაგნოსტირებაში.

თურქეთის უახლესი PET CT მოდელების უპირატესობა:

  • იძლევა მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას სხვადასხვა პროექციებსა და 3D რეჟიმში;
  • აშუქებს ორგანოებს შრეობრივ, უჯრედულ დონეზე, რაც მაქსიმალურად ინფორმაციულია რადიოლოგისთვის;
  • აქვს მინიმალური გამოსხივება, რაც ნაკლები რისკია პაციენტისთვის (განსაკუთრებით როცა კვლევა ტარდება რამდენჯერმე საკონტროლო მიზნით);
  • გადასაღებად საჭიროა მცირე დრო, რაც კიდევ უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის პროცედურას პაციენტისთვის;
  • საჭიროების შემთხვევაში ხდება მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის გადაღება და არ სხივდება მთლიანი სხეული.

ონკოლოგიის დეპარტამენტში ყავთ უძლიერესი ონკოლოგები და რადიოლოგები, რომელთა უდიდეს ნაწილსაც განათლება/სამუშაო გამოცდილება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და ჰოსპიტლებში აქვთ მიღებული. თურქი ონკოლოგები ჩართული არიან კვლევებში და თავად მუშაობენ ამ დარგში ინოვაციების დანერგვაზე. გარდა ამისა, თურქეთი როგორც სამედიცინო ტურიზმის უდიდესი ცენტრი, ონკოლოგებს საშუალებას აძლევს გაეცნონ და შეისწავლონ ყველანაირი იშვიათი ტიპის სიმსივნეები და მათი მკურნალობის ეფექტური კომბინაციები.

თურქეთში ონკოლოგიაზე სპეციალიზებულ ცენტრებში დიდი ყურადღება ექცევა პეტ კატე კვლევისას გამოყენებულ იზოტოპებს, რომელთა ვადები და დოზები მკაცრად კონტროლდება. იზოტოპის გამოყენების წესების დარღვევა მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არაზუსტი გამოსახულებისა და დიაგნოზებისა.

გამომდინარე იქიდან, რომ PET CT აუცილებელი კვლევაა ყველა ონკოლოგიური პაციენტისთვის, თურქეთში ეს კვლევა ყველაზე შეღავათიან ფასად კეთდება. მისი ღირებულება წამყვან ცენტრებში $700-800-ის ფარგლებშია და ისინი აქტიურად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით.

ონკოლოგიური პროცესების დადასტურების შემთხვევაში თურქეთის კლინიკებში წვდომა გაქვთ თქვენთვის მორგებულ და რიგ შემთხვევებში კომბინირებულ მკურნალობის მეთოდებთან. გარდა სტანდარტული ქიმიოთერაპიების, რადიოთერაპიების, იმუნოთერაპიების და ოპერაცებისა, თურქეთში დანერგილია და უმაღლესი ეფექტურობით გამოირჩევა : ჭკვიანი წამლით თერაპია, რობოტული ქირურგიები, გამა დანა და კიბერ დანა, და ვინჩის სისტემა.

თურქეთი ქართველი პაციენტებისთვის უალტერნატივო გზაა შეღავათიანი, სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირების გზაზე. ასევე, ყველაზე უიმედო და ურთულესი ონკოლოგიური შემთხვევების მქონე პაციენტები სწორედ თურქეთს მიმართავენ საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად.

CT და MRI უკვე ჩატარებული მაქვს, მაინც დამჭირდება PET CT?

პაციენტების უმრავლესობა სვამს ამ საკმაოდ ლოგიკურ შეკითხვას. პასუხის გაცემა დავიწყოთ იმის აღწერით, თუ რა ფუნქცია და უპირატესობა აქვს თითოეულ ამ კვლევას.

MRI იგივე მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ძირითადად გამოიყენება სახსრების, მყესების, ხერხემლის, თავის ტვინის და სხვა ორგანოების პათოლოგიების თუ დაზიანებების გამოსაკვლევად.

CT იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია საჭირო ხდება მაშინ, როდესაც გამოსაკვლევია პაციენტის ძვლოვანი სისტემა, სისხლძარღვები, ფილტვები და სხვა ორგანოები.

PET CT აერთიანებს პოზიტრონულ ემისიურ (PET) და კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), რომელთა მონაცემების შეჯამებით ვლინდება წარმონაქმნის ზუსტი ლოკალიზაცია და მისი მეტაბოლიზმი. რიგი უპირატესობების გამო PET CT მიჩნეულია ოქროს სტანდარტად ონკოლოგიაში.

გამომდინარე იქიდან, რომ PET CT აერთიანებს ორი დანადგარის ფუნქციას: ორგანოების სტრუქტურის ნახვას, ასევე უჯრედების და ქსოვილების ფუნქციონირების შეფასებას, შესაბამისად ონკოლოგიური პროცესების დიაგნოსტირებასა და შესწავლაში ბევრად ადრეულ, ზუსტ და ინფორმაციულ პასუხს იძლევა.

ცნობილია, რომ დაავადებები, როგორც წესი უჯრედოვან დონეზე იწყება. ამგვარად, პოტენციური დაავადების/სიმსივნის აღმოჩენა ყველაზე ადრეულ ეტაპზე PET CT კვლევის წყალობით არის შესაძლებელი. CT და MRI სიმსივნურ წარმონაქმნებს გაცილებით უკვე გვიან ეტაპებზე ხედავენ, ვიდრე PET CT, რადგან ის უჯრედულ დონეზე ხედავს ორგანოს ფუნქციონირებასა და მიმდინარე ცვლილებებს.

გარდა ამისა, PET CT სხვა კვლევებისგან განსხვავებით იძლევა საშუალებას შეფასდეს სიმსივნის ხარისხი, მკურნალობის ოპტიმალური გეგმა (სიმსივნის აგებულების, გავრცელების სტრუქტურის მიხედვით), ფიქსირდება ყველაზე ადრეული ეტაპის წარმონაქმნები და მეტასტაზები, ასევე ხდება დიფერენცირება კეთილთვისებიან და ავთვისებიანი წარმონაქმნებისა.

დაგვიკავშირდით