
მორფოლოგიური მასალის გაგზავნა თურქეთში
მორფოლოგიური მასალის გაგზავნა თურქეთში, სტატისტიკის მიხედვით, ძალზედ გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენი კლინიკა ყოველწლიურად იღებს ათასობით ბიოფსიურ და ოპერაციულ მასალას შემდგომი პათოლოგიური დამუშავებისთვის. მასალის მორფოლოგიური შესწავლა ხდება ისეთი დაავადებების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, როგორიცაა:
- სიმსივნეები;
- ანთებითი დაავადებები (მაგ. ნეფრიტი, ჰეპატიტი);
- ინფექციები (მაგ. ტუბერკულოზი);
- ავტოიმუნური დაავადებები;
- ორგანოს ტრანსპლანტაცია.
თურქეთში მკურნალობის დაგეგმვის ეტაპები და თანმხლები პროცედურები
- პაციენტი ქართული კლინიკიდან იღებს პარაფინში მოთავსებულ ბიოფსიურ მასალას;
- ქართველი მკურნალი ექიმი წერს პაციენტის სამედიცინო ფორმა 100ს, ბიოფსიის მასალის დასამუშავებელ კოდებს;
- ჩვენს თურქულ კლინიკამდე მასალის ტრანსპორტირება ხორციელდება უსაფრთხოდ, ყველანაირი პირობის დაცვით;
- ჩვენს თურქულ კლინიკაში ხდება მასალის დამუშავება და პათოლოგიური გამოკვლევა შესაბამისი კოდების მიხედვით;
- პაციენტს სწრაფად მიეწოდება შესაბამისი დეპარტამენტის მორფოლოგის მიერ დაწერილი დასკვნა, დიაგნოზი;
- ჩვენი თურქი პროფესორი აცნობს პაციენტს მის მოსაზრებას მკურნალობის გეგმის შესახებ და თუკი პაციენტი გადაწყვეტს ჩვენთან ჩამოსვლას, ჩვენი აგენტები უგეგმავენ და უგვარებენ პაციენტს ყველა დეტალს, მათ შორის ტრანსპორტირება, დაბინავება, თარჯიმანი, ტრანსფერი, კონსულტაციებსა და კვლევებზე წინასწარ ჩაწერა და ა.შ.
მორფოლოგიური კვლევის ტიპები
სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების საკითხში მორფოლოგიური კვლევა ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. სიმსივნეების უჯრედულ დონეზე შესწავლა ხდება ციტოლოგიური, ჰისტოლოგიური, და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით. ჩვენს ლაბორატორიაში ეს სამივე კვლევა ფართოდ გამოიყენება და კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტის ზუსტი დიაგნოსტირებისა და მისი დაავადების ხასიათის განსაზღვრისათვის.

რა უპირატესობა აქვს მორფოლოგიურ კვლევას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მორფოლოგიური კვლევა ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირების საკითხში. ეს განპირობებულია იმით, რომ იგი იძლევა სრულ ინფორმაციას დაავადების ხასიათის, ტიპის, შენების, სირთულის შესახებ, რაც ექიმს აძლევს საშუალებას სწორად განსაზღვროს სამომავლო რისკები და ამის მიხედვით შეარჩიოს პაციენტისთვის საუკეთესო სამკურნალო გეგმა. მსგავსი სახის სრულ ინფორმაციას დაავადების შესახებ ვერ იძლევა ვერც კომპიუტერული ტომოგრაფია და ვერც მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება. მათ აქვთ სრულიად სხვა ფუნქცია და ექიმის მხრიდან მათი მორფოლოგიური კვლევის ჩამნაცვლებელ საშუალებად გამოყენება, არაკომპეტენტური და პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში ქმედებაა. სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რაც გულისხმობს, ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებთან ერთად მორფოლოგიური კვლევის აუცილებლობას.
ჩვენი კლინიკის გამოცდილი პროფესორები მორფოლოგიური კვლევის მონაცემების, კლინიკური და რადიოლოგიური კვლევის მონაცემებთან შეჯამებით ადგენენ დაავადების დიაგნოზს, სტადიას, სირთულეს, გავრცელების მასშტაბს, სამომავლო საფრთხეს და ამის მიხედვით გეგმავენ შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.