
ანალიზების გაგზავნა თურქეთში ჯანმრთელობის მიზნისკენ მიმავალ გზაზე სწორად გადადგმული ნაბიჯია. ჩვენს კლინიკას კი საერთაშორისო პაციენტები მომართავენ მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან. დიაგნოზისა და მკურნალობის გეგმის ზუსტად განსაზღვრისთვის, სწორი დიაგნოსტირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, პაციენტმა სწორად უნდა შეარჩიოს სამედიცინო ცენტრი ანალიზების გასაგზავნად. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რამდენად არის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური კონკრეტულ დარგში, რამდენად ოპერატიულად ხდება ანალიზების გაგზავნიდან თქვენთვის უკუკავშირის მოწოდება, რამდენად ხელმისაწვდომია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ფასი და სხვა. თქვენთვის, როგორ პაციენტისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ის სამედიცინო ცენტრი, რომელიც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
ჩვენი მულტიპროფილური კლინიკა დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის პროფესორებით, რომლებიც მუშაობენ როგორც მარტივი და გავრცელებული, ასევე იშვიათი დაავადებების კუთხით. კლინიკის ლაბორატორია ორიენტირებულია კვლევის წესებისა და ვადების ზუსტად დაცვაზე, რაც განაპირობებს მის პირველობას ლაბორატორიული ანალიზების სიზუსტეში. კლინიკის ადმინისტრაციული გუნდის მიზანია თქვენ, როგორც საერთაშორისო პაციენტმა, სწრაფად მიიღოთ უკუკავშირი და უცხო ქვეყნის კლინიკასთან ურთიერთობისას არ იგრძნოთ არანაირი დისკომფორტი.
თურქეთში ანალიზების გაგზავნას რა უპირატესობა აქვს?
თურქეთის კლინიკებს შორის ჩვენი კლინიკა იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ცენტრი ლაბორატორიული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ულტრათანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პაციენტების მომართვიანობა ერთი-ორად გაზრდილია. პაციენტების მხრიდან ანალიზების გამოგზავნა ხდება შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის და რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი თავად ჩამოდის ჩვენს კლინიკაში სამკურნალოდ. თურქეთში ანალიზების გაგზავნის მიზანია: მოკლე დროში პაციენტმა მიიღოს სრულფასოვანი ლაბორატორიული გამოკვლევა ამა თუ იმ დაავადებაზე და მიღებული კვლევის შედეგად მკურნალმა ექიმმა ეფექტურად დაგეგმოს მკურნალობისთვის საჭირო ღონისძიებები.

ანალიზების გაგზავნა თურქეთში და გამოკვლევის ულტრათანამედროვე მეთოდები
თურქეთის კლინიკებში, სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ათასობით პაციენტი გზავნის ანალიზებს. ჩვენს კლინიკაში საერთაშორისო პაციენტები გზავნიან როგორც ანალიზებისა და გამოკვლევების დასკვნებს, ასევე მორფოლოგიურ მასალას შემდგომი დამუშავებისა და პათოლოგიური კვლევისათვის. ჩვენს კლინიკაში ხდება ბიოფსიური მასალის ქსოვილოვან, მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე შესწავლა, რის მიხედვითაც შესაბამისი მიმართულების მორფოლოგი წერს სანდო და ზუსტ დასკვნას. სწორი დიაგნოზი კი დაავადებების სწორად მკურნალობის წინაპირობაა.